მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი გავლენიან ბანკებს დისკრიმინაციაში სდებს ბრალს

ბანკები
BM. GE
06.08.25 22:47
337

ამერიკის შეერთებული შტატების, დონალდ ტრამპის განცხადებით, უმსხვილესი ამერიკულმა ბანკებმა, JPMorgan Chase-მა და Bank of America-მ მის მიმართ დისკრიმინაცია გამოიჩინეს.

როგორც ტრამპი ამბობს, მრავალწლიანი კლიენტობის მიუხედავად, JPMorgan-მა მას ბანკში არსებული ყველა დეპოზიტის გასატანად 20 დღე მისცა. Bank of America-მ კი $1 მილიარდის დეპოზიტების მიღებაზე პრეზიდენტს უარი უთხრა.

ტრამპის განცხადებით, უმსხვილეს ბანკებს მსგავსი დისკრიმინაციული დამოკიდებულება არამარტო მის, არამედ, ზოგადად, კონსერვატორების მიმართ აქვთ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მას დიდ დისკომფორტს მაინც ვერ შეუქმნის და საკუთარ დეპოზიტებს უფრო პატარა ბანკებში განათავსებს.

ტრამპსა და მსხვილ ბანკებს შორის გაჩენილი დაძაბულობის ფონზე, თეთრი სახლი ახალი აღმასრულებელი დადგენილების გამოსაქვეყნებლად ემზადება. მისი ხელმოწერის შემდეგ, ბანკებს პოლიტიკური შეღედულების გამო მომხმარებლებისთვის ანგარიშების დახურვა ან გახსნაზე უარის თქმა აეკრძალებათ. ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ JPMorgan-სა და Bank of America-ში და განაცხადეს, რომ თეთრმა სახლმა უფრო კონკრეტული რეგულაციები უნდა გამოაქვეყნოს. რაც შეეხება ტრამპის გარშემო შექმნილ ვითარებას, ბანკებმა პოლიტიკური მოტივაცია კატეგორიულად გამორიცხეს.

ტრამპის განცხადებისა და თეთრი სახლის ინიციატივის ფონზე, JPMorgan Chase-ის აქციები 1%-ით, Bank of America-ს აქციები კი 0.3%-ით დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები