მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აჩერებს - მიზეზები

კერნი კანადა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი "დაუყოვნებლივ" აჩერებს სავაჭრო მოლაპარაკებებს კანადასთან, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებს ახალი გადასახადით ემუქრება. მეზობელ ქვეყნებს, ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომის შემდეგ, სავაჭრო შეთანხმებისთვის ივლისის განმავლობაში უნდა მიეღწიათ.

27 ივნისს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს იმ "ამაზრზენი ტარიფების" გამო აჩერებს, რომელთა დაწესებასაც კანადა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის აპირებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ მეზობელი ქვეყნისთვის ახალ სატარიფო პირობასაც ამზადებს.

"დაუყოვნებლივ ვწყვეტთ ყველანაირ სავაჭრო მოლაპარაკებას კანადასთან. მათ უახლოეს 7 დღეში აუცილებლად შევატყობინებთ იმ ტარიფების შესახებ, რომლის გადახდაც აშშ-ში ბიზნესის წარმოების შემთხვევაში მოუწევთ", - დაწერა ტრამპმა.

საპასუხოდ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კომპლექსურ მოლაპარაკებებს გააგრძელებს და კანადელთა საუკეთესო ინტერესებს დაიცავს.

საქმე ისაა, რომ კანადაში ციფრულ სერვისებზე 3%-იანი გადასახადი გასული წლიდან დაინიცირდა, პირველი გადახდა კი კომპანიებს მომდევნო ორშაბათს უწევთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა Amazon, Apple, Google - წლიურად კანადისთვის $2 მილიარდზე მეტის გადახდა მოუწევთ.

კანადური მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადება ახლა მათ გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებების დასაჩქარებლად სოციალურ ქსელში მყიფე განცხადებებს ხშირად ავრცელებს.

აშშ კანადის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანამ გასულ წელს მეზობლისგან $400 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქტი შეიძინა. თუმცა, მიმდინარე წელს ტრამპის მიერ 25%-იანი ტარიფის დაწესების შემდეგ, ვითარება, შესაძლოა, შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები