აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამსტერდამში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ტრამპი სამიტზე ალიანსის 32 ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ისრაელ-ირანის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება.
ცნობისთვის, ნიდერლანდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს პირველად მასპინძლოობს.




























