მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი სი ძინპინს ესაუბრა - რა განიხილეს ლიდერებმა?

ტრამპი და სი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ესაუბრა. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოლოდინი აქვს, რომ ერთად ბევრ პრობლემას მოაგვარებენ.

მისი ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ვაჭრობა და TikTok.

"საუბარი ძალიან კარგი იყო როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-სთვის. მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ერთად მოვაგვარებთ ბევრ პრობლემას და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. განვიხილეთ ვაჭრობის, ფენტანილის, TikTok-ის და სხვა მრავალი საკითხის დაბალანსება. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ!",- დაწერა ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები