ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის სტოკჰოლმში 5-საათიანი მოლაპარაკება გაიმართა. მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სატარიფო და საექსპორტო შეთანხმების გახანგრძლივება იყო. წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ არსებული დროებითი გარიგება კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში 12 აგვისტოდან ორ სუპერსახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი განახლდებოდა.
ქვეყნების წარმომადგენლებმა შეთანხმდნენ, რომ იშვიათი მეტალებით ვაჭრობის გაგრძელებას შეუწყობენ ხელს. ამასთან, საპასუხო ტარიფების მოცულობაც შემცირდება. თუმცა ჩინურ და ამერიკულ მხარეებს საბოლოო სავაჭრო გარიგების დადებაზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონიათ.
არსებული დროებითი გარიგების 90 დღით გახანგრძლივება ორ ქვეყანას დასკვნითი დოკუმენტის შედგენის საშუალებას მისცემს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდებიან და დოკუმენტზე ხელმოწერით სავაჭრო ომსაც ოფიციალურად დაასრულებენ.




























