მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი Trump Media & Technology Group-ის პარტნიორებს სასამართლოში უჩივის

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ტექნოლოგიური ანტრეპრენიორი, დონალდ ტრამპი მისი საჯარო კომპანიის, Trump Media & Technology Group-ის თანადამფუძებლებს სასამართლოში უჩივის, რადგან ტრამპის შეფასებით, კომპანიის ფორმირების პროცესი არასწორად შედგა, რის გამოც, ისინი კომპანიის წილს არ იმსახურებენ. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს ამერიკელ ანტრეპრენიორებს, ენდი ლიტინსკის და უეს მოსს ვხვდებით, რომლებიც TMTG-ის 8.6%-იან წილს ფლობენ, რომელიც, ამ დროისთვის, $606 მილიონადაა შეფასებული. თუმცა საინტერესო ისაა, რომ სარჩელი, რომელიც დონალდ ტრამპმა სასამართლოში 24 მარტს შეიტანა, როგორც აღმოჩნდა, საპასუხო ქმედება იყო იმ სარჩელზე, რომელიც ლიტინსკიმ და მოსმა მანამდე შეიტანეს.

სასამართლო დავის პარალელურად, რთულ ტურბულენტურ მდგომარეობაში იმყოფება დონალდ ტრამპის საჯარო კომპანიის აქციების ღირებულება, რაც განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ აქციის ბუნებით. Truth Social-ი და შესაბამისად Trump Media & Technology Group-ი, რომლის სახელითაც ივაჭრება ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.

თავად ამ ფაქტორის დასტურად კი ის გამოდგება, რომ საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან მალევე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთბაშად 21%-ით შემცირდა, რაც კომპანიის მიერ $58-მილიონიანი ზარალის გამოცხადებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი, როგორც იცით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და, ობიექტურები თუ ვიქნებით, მოგების მაღალი შანსიც აქვს, ანუ მისი კომპანიის საჯარო შეფასებაში, დიდწილად, მისი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების სენტიმენტები არის ასახული და არა ფუნდამენტური ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები