მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ტრამპი-ზელენსკი-პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან უახლოეს პერიოდში შეხვედრას მოელის.

თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიკვეთა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი შეხვედრა მალე დაიგეგმება, რადგან მოლაპარაკებების პროცესი წინ მიიწევს. საყურადღებოა, რომ მან ლიდერთა სამიტის კონკრეტული თარიღი ან ფორმატი არ გააჟღერა.

ინფორმაციისთვის, ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იუნას გარ სტიორემ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა მოგვიანებით მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართეს, სადაც უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პოტენციური სამომავლო დიალოგის საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები