გასულ კვირეულში მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სადაც გაიმართა პირველი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო დებატები. საზოგადოება და პოლიტიკური ექსპერტები, დებატების ჩატარების შემდეგ, არ გაყოფილან ორ ნაწილად და მათი უმრავლესობა საუბრობდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯოზეფ ბაიდენმა ვერ აჩვენა ვერც პოლიტიკურად, ვერც ეკონომიკის ჭრილში და ვერც ფიზიკურად ის დონე რომელიც მის უპირატესობას დააფიქსირებდა რესპუბლიკელების კანდიდატის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, სრულიად გაჰყვა პოლიტიკური მრჩევლების დარიგებულს: იყო უჩვეულოდ თავშეკავებული, ნაკლებად ემოციური რამაც მისი უპირატესობა აშკარად გამოკვეთა დებატებისას. იმ დონეზე გამოკვეთა, რომ ამერიკის დემოკრატიული პარტიის რიგებში, ჯოზეფ ბაიდენის შესაძლო შემცვლელებზეც კი ალაპარაკდნენ. თავად მოქმედი პრეზიდენტი კი ამბობს, ეს დებატები, არ არის კარგი საღამო ჩემთვის, თუმცა ვფიქრობ, ის არ იყო კარგი არც დონალდ ტრამპისთვის.