მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის განცხადებით თეთრი სახლი 2026 წელს UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს

თეთრ სახლში UFC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაციის UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს აცნობა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეზე სურს თეთრი სახლის ეზომ მათ შოუს უმასპინძლოს.

“ჩვენ თეთრ სახლში UFC-ის ბრძოლა გვექნება. წარმოიდგინეთ, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. იქ ბევრი მიწა გვაქვს. ცოტა რაღაცებს დავამატებთ და ავაშენებთ. ამას დანა უაითი გააკეთებს. ის შესანიშნავი პიროვნებაა. ჩვენ გვექნება საჩემპიონო ბრძოლა, სრულმასშტაბიანი, მას დაახლოებით 25 000 ადამიანი დაესწრება. ჩვენ ამას 250 წლის იუბილეს ფარგლებში გავაკეთებთ. გვექნება რამდენიმე წარმოუდგენელი ღონისძიება, რამდენიმე პროფესიონალური ღონისძიება, რამდენიმე სამოყვარულო ღონისძიება, მაგრამ UFC-ის ბრძოლა დიდი ამბავი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა აიოვას შტატის ბაზრობაზე გამართულ აქციაზე.

ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორიც, რომელმაც სურვილი გამოთქვა ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობაზე. მაკგრეგორს მალევე ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჯონ ჯონსიც შეუერთდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა კარიერის განახლებაზე და ისიც აღნიშნა, რომ ანტისადოპინგო სატესტო აუზს დაუბრუნდა და მომავალი წლის 4 ივლისისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დანა უაითი აქტიურად ქომაგობდა ტრამპს და მონაწილეობდა კიდეც მის პიარ კამპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები