მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის თქმით, კამალა ჰარისთან დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სს

10 სექტემბერს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის საპრეზიდენტო დებატი გაიმართა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო მომენტად შეიძლება იქცეს მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესში. დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა რამდენიმე ძირითად საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის: ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე, მიგრაციასა და სოციალურ გამოწვევებზე.

ტრამპი თვლის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა კამალა ჰარისთან გამართულ დებატებში და მეტად, მასთან დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„გამოკითხვები ნათლად აჩვენებს, რომ მე მოვიგე დებატები კამალა ჰარისის წინააღმდეგ და მან მაშინვე მოითხოვა მეორე დებატები. ჰარისმა და თაღლითმა ჯომ გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა, მილიონობით კრიმინალი შემოდის შეერთებულ შტატებში, ინფლაციამ გააკოტრა ჩვენი საშუალო კლასი.

ეს ყველამ იცის და კამალასა და ჯოს მიერ გამოწვეული ყველა სხვა პრობლემა – ეს დეტალურად განვიხილე ჯოსთან პირველი დებატების დროს და ჰარისთან მეორე დებატების დროს. კამალამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა ბოლო, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მესამე დებატები არ იქნება!“,- წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truthsocial-ში.

ტრამპი vs ჰარისი – როგორ ჩაიარა საპრეზიდენტო დებატმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები