მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

ტრამპი პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იური უშაკოვი ავრცელებს.

“დონალდ ტრამპს სჯერა, რომ შეთანხმება, რომელიც დაასრულებდა უკრაინაში კონფლიქტს, უკვე ახლოსაა”, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, ტრამპის თხოვნით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღწერა არსებული ვითარება და თქვა, რომ „ჩვენი ჯარები ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას და უკან ხევენ მტრის პოზიციებს“.

უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

„პრეზიდენტების საუბარი მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი იყო“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები