მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა ინდოეთს ტარიფები 50%-მდე გაუზარდა

ტრამპი
BM. GE
27.08.25 14:54
524

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინანდელი გაფრთხილება სისრულეში მოიყვანა და რუსულ ნავთობის შეძენის გამო ინდოეთს არსებული ტარიფები 50%-მდე გაუზარდა. სავაჭრო შეზღუდვა თითქმის ყველა ინდურ პროდუქტს, მათ შორის ტექსტილს, ძვირფას ქვებს, სამკაულებს, ზღვის პროდუქტებს, ტექნიკას და ქიმიკატებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ტარიფები არ დაწესებულა ტელეფონებსა და ფარმაცევტულ პრეპარატებზე.

ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გართულებულ სავაჭრო ურთიერთობებს, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაამძიმებს. ტარიფების გაზრდა სავაჭრო შეთანხმების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზეც უარყოფითად აისახება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოდის ხელისუფლებამ დაგმო და მას უსამართლო უწოდა. ოფიციალური ნიუ დელი აცხადებს, რომ ტარიფების მიუხედავად ქვეყანა ფასდაკლებული რუსული ნავთობის შეწყვეტას და, ზოგადად, რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობას არ გადახედავს.

ექსპორტზე გათვლილ ინდურ კომპანიებში შიშობენ, რომ ტარიფების გაზრდით ამერიკულ ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება და ბიზნესი მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ინდოეთისადმი ტრამპის მკაცრი მიდგომა ამერიკის ხანგრძლივ პარტნიორს კიდევ უფრო დააფრთხობს და მოდის ხელისუფლებას ჩინეთთან და რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს. ეს კი ამერიკის ეროვნულ ინტერესებში ნაკლებად უნდა შედიოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები