მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა ხაზინის მდივნის პოსტზე სკოტ ბესენტი წარადგინა

სკოტ ბესენტი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზინის მდივნის, ანუ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მილიარდერი ინვესტორი, სკოტ ბესენტი, წარადგინა. ბესენტი საინვესტიციო ფონდ Key Square Group-ის დამფუძნებელია, რომლის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიც ჯორჯ სოროსია.

ტრამპის განცხადებით, "სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს რეფორმებს, რაც გაზრდის აშშ-ის კონკურენტუნარიანობას და შეაჩერებს არასამართლიან სავაჭრო დისბალანსს. იგი იმუშავებს ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით ჩვენი მსოფლიო ენერგეტიკის დომინირების გზით". ტრამპმა დასძინა, რომ ბესენტი "კვლავ დაუბრუნებს ამერიკას სიმდიდრეს".

62 წლის ბესენტი იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის პედაგოგადაც მუშაობდა.

ბესენტი ადრე ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო და ამ პოზიციაზე 2011-2015 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ბესენტი მილიარდობით ღირებულების ინვესტიციების ზედამხედველობას უწევდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფონდის ფინანსური სტრატეგიების განსაზღვრასა და მიღწევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები