იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მალონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ოვალურ ოფისში გაიმართა, სადაც ლიდერებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ ტრამპი აპირებს, "უახლოეს მომავალში" რომს ეწვიოს და ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დიალოგი განაახლოს. მელონის განცხადებით, იტალიაში ტრამპის ვიზიტმა, შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაც მოიცვას.
"თუ მელონი პრემიერად დარჩება, იტალიას შეუძლია, ევროკავშირის საუკეთესო მოკავშირე იყოს. ის შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ჩვენი ურთიერთობაც შესანიშნავია. იტალია ჩვენი ერთ-ერთი უახლესი მოკავშირეა არა მხოლოდ ევროპაში", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ტარიფებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სამართლიან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ტარიფებთან დაკავშირებით პრობლემა არავის ექნება.
იტალიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-დან ენერგიის იმპორტს გაზრდის, იტალიური კომპანიები კი აშშ-ში 10 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ.
შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის, მიგრაციის, უკრაინაში ომისა და ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხებიც.