ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, "ევროპული საქართველოს" ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
ტუსკი წერს, რომ ის მომხდარით შეშფოთებულია და რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება მიუღებელია.
"მე შეშფოთებული ვარ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯითა და საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიზანმიმართული შეტევით. სასამართლო სისტემა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი შეჯიბრებითობა. კანონის უზენაესობის დაცვა საქართველო-EU-ს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია,"- წერს დონალდ ტუსკი.