მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორებს ვარწმუნებთ, აფხაზეთში პროექტები არ გააჩერონ - კონფლიქტოლოგი

დაჩი ახვლედიანი

"მეტი დონორი უნდა მოგვეზიდა და ჩართულობა გაგვეზარდა, თუმცა ახლა დონორებს ვარწმუნებთ, აფხაზეთში პროექტები არ გააჩერონ ", - ამის შესახებ აფხაზეთის თემებზე მომუშავე კონფლიქტოლოგმა, დაჩი ახვლედიანმა განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, "რუსული კანონი" აფხაზეთში მიმდინარე და სამომავლო პროგრამებზე ნეგატიურად აისახება.

"გალში ძალიან ბევრი პრობლემაა. რთულია, ამ პირობებში პრობლემებს გავუმკლავდეთ. მოცემულობა იმდენად მძიმეა, მეტი დონორი უნდა მოგვეზიდა, ჩართულობა უნდა გაგვეზარდა, რადგან მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ვერ გაუმკლავდება იმ რეალობას, რაც გალში და მთლიანად აფხაზეთში არსებობს. ბევრი პრობლემა არის, რომელსაც კომპაქტური და სისტემური მუშაობა სჭირდება. როდესაც დაფინანსებების და პროგრამების ზრდაზე უნდა გვემუშავა, ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმაზე, როგორ შეიძლება კარგი საქმე გავაგრძელოთ. კანონი, რბილად რომ ვთქვათ, სასიამოვნო არ არის. ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ველზე, ისე დონორებთან, რომ აფხაზეთში მიმდინარე სასიცოცხლო პროექტები არ გაგვიჩერდეს", - აღნიშნა დაჩი ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები