მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dota 2-ს უდიდესი ტურნირი The International 2024 დაიწყო

The International 2024

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაშის Dota 2-ის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ტურნირი The International-ი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი ყოველთვის მასშტაბური იყო თავისი საპრიზო ფონდიდან გამომდინარე. მაგალითისთვის 2021 წელს საპრიზო ფონდმა 42 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დღემდე კიბერსპორტში რეკორდული რაოდენობის თანხად რჩება.

წლევანდელ ღონისძიებაზე დაბრუნდა წარსული წლების ფორმატი, როდესაც რეიტინგიდან გამომდინარე გარკვეულ გუნდებს ჩემპიონატზე კვალიფიკაციის ნაცვლად იწვევდნენ. წელს 6 გუნდი სარგებლობს ამ შეღავათით, მათ შორის არიან: BetBoom Team, Gaimin Gladiators, Team Spirit, Xtreme Gaming, Team Falcons და Team Liquid.

დიდი ხნის განმავლობაში ღონისძიების ბიუჯეტს Battle Pass ავლენდა, გასულ წელს კი VALVE-მ სისტემა Compendium-ით შეცვალა, რამაც დიდი უკმაყოფილება და საბოლოო ჯამში, ტურნირის ბიუჯეტის შემცირებაც გამოიწვია. წელს ტურნირის საპრიზო ფონდი განსაზღვრული იყო 1,6 მილიონი დოლარით, თუმცა მალევე თანხა 2,4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

წლევანდელ ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს და ფინალი Royal Arena-ზე 15 სექტემბერსაა ჩანიშნული, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები