ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google მალე Dow Jones Industrial ინდექსში სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის ადგილს დაიკავებს, რაც ერთ-ერთ უძველეს ინდექსში მეგა-კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლობას კიდევ უფრო გააფართოებს.
S&P Global-ის განცხადებით, Google-ის მშობელი კომპანიის A კლასის აქციები 30-კომპანიიან ინდექსში ადგილს ორშაბათის სავაჭრო სესიის გახსნამდე დაიკავებენ. დასახელებული ცვლილების შედეგად, კალიფორნიაში ბაზირებული ორგანიზაცია ინდექსში საკუთარ ტექნოლოგიურ პარტნიორებს — Nvidia-ს, Amazon-ს, Apple-სა და Microsoft-ს შეუერთდება.
ცნობისთვის, Dow Jones-ი ფასით შეწონილი ინდექსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში შემავალი თითოეული კომპანიის წონა მისი აქციის ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, მაღალი ფასის მქონე აქციების მფლობელ ორგანიზაციებს მთლიან ინდექსზე უფრო დიდი გავლენა აქვთ.
Google ამჟამად $4.2 ტრილიონის კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა და მისი აქციები ბოლო ხუთ წელიწადში 173%-ით არის გაზრდილი.




























