მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG საჭიროებს სისტემატურ რევიზიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც - გაბუნია

თამარ გაბუნია

DRG აუცილებლად საჭიროებს სისტემატურ რევიზიას არა მხოლოდ საქართველოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობს.

„მიმდინარეობს ტექნიკური მუშაობა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ ორივე ნაწილი [კომბინირებული ოპერაციები და რეანიმაცია] ტექნიკურად დამუშავებულია, მადლობა ამისთვის ჰოსპიტლების ასოციაციას და მათ წარმომადგენლებს, ვინც მოგვაწოდა ინფორმაცია კომბინირებული ოპერაციებთან და რეანიმაციის ხარჯებთან დაკავშირებით. ეს ანალიზი ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება და მზად გვექნება საფუძვლები იმისთვის, რომ შემდგომი გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს არის მიმდინარე პროცესი და გვინდა, დროულად აღმოიფხვრას ის საკითხები, რასაც სექტორი ასახელებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, როგორია პირადად მისი პოზიცია, საჭიროებს თუ არა DRG გადახედვას, მინისტრის მოადგილე პასუხობს: “DRG აუცილებლად საჭიროებს სისტემატურ რევიზიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გერმანიას ინსტიტუტი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ DRG-ის შესწავლა და გადახედვა მოხდეს სისტემატურად. რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ დღემდე. მიმდინარე პერიოდში, დავაკვირდებით მონაცემებს და მეტი სურათი გამოიკვეთება. შეიძლება სხვა მიმართულება გახდეს აქტუალური. სამინისტროში ჯგუფი მუშაობს სპეციალურად ამ მიზნებისთვის“, - თქვა მან.

მინისტრის მოადგილეს უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის შეიძლება ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა ამბობს, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

“საკმაოდ დიდ ზარალს ვიღებთ” - კლინიკები DRG-ის დაფინანსების სქემის შეცვლას ელიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები