კომპანია "ექს სითი" სამშენებლო სექტორში 2010 წლიდან ოპერირებს. საწყის ეტაპზე, მათი ძირითადი საქმიანობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები იყო, 2018 წლიდან კი ბაზარზე ოპერირება დეველოპერული მიმართულებითაც დაიწყეს. კომპანია აქტიურად ჩაერთო დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის, ახალი უბნის - „მწვანე უბანი ლისთან“ გაშენებაში.
დღესდღეობით კომპანიას აქვს როგორც სამშენებლო, ასევე დეველოპერული შესრულებული და მიმდინარე პროექტები, ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეული პროექტი შესრულებულია ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებებით, რაც მშენებლობის სფეროში კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილებისა და აღმასრულებელი გუნდის პროფესიონალიზმის შედეგია.
„ექს სითი დეველოპმენტი“ მუდმივად აკვირდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სიახლეებს და იყენებს მხოლოდ გამოცდილ, ხარისხიან და სერტიფიცირებულ მასალებს.
კომპანიის დამფუძნებლები, სამშენებლო სფეროში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების ფეხდაფეხ, უზრუნველყოფენ ყოველი მომდევნო პროექტის პროგრესს და მობინადრეებთან აქტიური უკუკავშირის საფუძველზე, იღებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალხარისხიანი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების განვითარებასა და მშენებლობაზე, რათა უზრუნველყოს კომფორტული, ენერგოეფექტური და ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო, სადაც თითოეული ელემენტი - არქიტექტურიდან ინფრასტრუქტურამდე, ემსახურება ადამიანების კომფორტს.“- აღნიშნავს BMG-თან კომპანიის დამფუძნებელი გიორგი მჭედლიშვილი.
ამ ეტაპზე „ექს სითი დეველოპმენტი“, „პროკრედიტ ბაკთან“ პარტნიორობით, ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს ლისზე, რომელიც მომავალ მობინადრეებს ქალაქთან ახლოს სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს.
„პროექტი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე ეტაპზე სრულდება 4-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და პარალელურად დაწყებულია შენობის შიდა ტიხრების სამშენებლო სამუშაოები.
გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბიდან 5 წუთში, დაბალგანაშენიანების, პრესტიჟულ და სწრაფად განვითარებად უბანში შენდება - იდეალური არჩევანია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
ჩვენ გვჯერა, რომ თბილისს სჭირდება დეველოპმენტი, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციურობას და გრძელვადიან ხედვას. სწორედ ამ ხედვას ეყრდნობა “ექს სითი”-ის სამომავლო მიზნები.”- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.




























