ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხმიანება.
"დრო მოვიდა, ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის პასუხი აგოს.
ესტონეთმა ის და 27 სხვა ინდივიდი დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში მათი მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვებიც ამ გზას მიჰყვებიან", - წერს მარგუს ცაჰკნა.
The time has come for Ivanishvili to pay the price for undermining democratic processes in Georgia.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 27, 2024
Estonia has sanctioned him & 27 other individuals due to their participation in human rights violations by suppressing legitimate protests in 🇬🇪. Glad to see others following suit. https://t.co/cr176mAEym
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.