მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროებით აიკრძალოს ონლაინ კაზინოებზე წვდომა-"დამოუკიდებელი დეპუტატები" პრემიერს მიმართავენ

5e94616f0b4df
ინგა მურუსიძე
13.04.20 17:02
1472
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებენ, ონლაინ კაზინოებზე წვდომა დროებით აკრძალოს, - ამის შესახებ ფრაქციის წევრმა მარიამ ჯაშმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატები, ასევე, ითხოვენ ონლაინ კაზინოებზე გადარიცხვების აკრძალვას როგორც- საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პლატფორმებზე.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სოციალური იზოლაციის და მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ონლაინ აზარტული თამაშების მოხმარების ზრდას. სამწუხაროდ, სტატისტიკა ოფიციალური არ არსებობს, თუმცა სოციალურ ქსელში გამოხმაურება და დამოკიდებულება სწორედ მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდა კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ კრიზისს, ამიტომ მივმართავ ფრაქციის სახელით პრემიერ-მინისტრს, საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა დეკრეტებთან ერთად, რომელიც იქნა მიღებული, დროებით შეიზღუდოს ონლაინ კაზინოებზე წვდომა და გადარიცხვები, როგორც - საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პლატფორმებზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები