მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროებითი ღონისძიების ფარგლებში, "ფილიპ მორისის" პროდუქტები ბაზარზე განსხვავებული შეფუთვით გამოჩნდება

625fba2ea14e3
BM.GE
20.04.22 12:00
1908
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში იწარმოება. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე კი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” თამბაქოს პროდუქტების წარმოება ქალაქ ხარკოვში დროებით შეჩერებულია, რამაც პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, “ფილიპ მორის საქართველო“ დროებითი ღონისძიების ფარგლებში, წვადი თამბაქოს პროდუქტების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან განახორციელებს. ამავდროულად, იმპორტირებულ პროდუქტზე დატანილი იქნება შესაბამისი ქართული აქციზური მარკა.

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოგვენიჭა უფლება, განვახორციელოთ საქართველოში სხვა ბაზრებისთვის განკუთვნილი პროდუქტების იმპორტი და მათზე განვათავსოთ საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი შესაბამისი სამედიცინო გაფრთხილებები. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საგანგებო ვითარების ფონზე და იმედი გვაქვს ძალიან მალე განვაახლებთ წვადი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით იმპორტს.

დროის ამ მონაკვეთში, ჩვენ ვიწყებთ თამბაქოს პროდუქტების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და საქართველოს ბაზარი შეივსება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადითა და საბაჟო მოსაკრებლით დაბეგრილი პროდუქციით.“- განაცხადა იური გორდოკმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი სავაჭრო ქსელისთვის თამბაქოს პროდუქტების მიწოდებას, რათა საქართველოსთვის უზრუნველვყოთ მდგრადი საგადასახადო შემოსავლები.

ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ჩვენმა თანამშრომლებმა კი მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 550 000 აშშ დოლარის შეგროვება შეძლეს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად”, - აღნიშნა იური გორდოკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები