მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დრონების მწარმოებელი ამერიკული კომპანია უკრაინას უპილოტო საფრენ სისტემებს გადასცემს

62603ec3c76eb
ალა ისპირიანი
20.04.22 21:43
870
ამერიკული კომპანია AeroVironment-ი უკრაინას Quantix Recon-ის ტიპის 100 ცალ დრონს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

უპილოტო საფრენი სისტემების გადაცემა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაჰიდ ნავაბიმ აშშ-ში უკრაინის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შესთავაზა.

მისი თქმით, ამ დრონებს მტრის ძალებისგან შეუმჩნევლად ფრენა შეუძლია და მასზე რადიოსიხშირის ჩამხშობებს გავლენა არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები