მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო“ - ღარიბაშვილი

64b7f7e026983
BM.GE
19.07.23 18:46
573
„შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას შეეხებოდა.

არახამიას თქმით, ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა, ევროკავშირს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარს ვერ ეტყვის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის წარმომადგენელთა ასეთი ანგაჟირებულობა დროებითია და მალე დასრულდება.

„შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომელიც ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ჩვენ უკრაინასთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს... ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს და მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. ვფიქრობ და მჯერა, რომ მათი ეს კონკრეტული გამოვლინებები და ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და მალე დასრულდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები