თბილისში, ელენე ახვლედიანის აღმართს რომ აივლით, შეუძლებელია წითლად აელვარებულმა წარწერამ “დროშები ჩქარა” თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. ეს სიტყვები, გალაკტიონის სამშობლოში ყველასთვის კარგად ნაცნობია, თუმცა, უკვე 3 თვეა, რაც ამ სახელწოდებით ახალი ქართული ღვინის ბარის ისტორიაც იწერება. “დროშები ჩქარას” გამორჩეული კონცეფციისა და დიზაინის მიღმა არანაკლებ საინტერესოა ღვინის ის ფართო სპექტრი, რასაც ბარი მომხმარებელს სთავაზობს.
სტუმარი: ბექა კოკაია - “დროშები ჩქარას” დამფუძნებელი;