მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დ_სნეილლენდმა" იტალიაში ექსპორტზე 3 ტონამდე ლოკოკინა გაიტანა

625aa213d7a00
BM.GE
16.04.22 15:03
1768
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში განახორციელა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „დ_სნეილლენდი“ ლოკოკინის ფერმა გასულ წელს ამოქმედდა, ფერმის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 400,000 ლარზე მეტი განხორციელდა, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი 260,000 ლარია. ფერმაში 6 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ლოკოკინის წარმოების მიზნობრიობით გაცემულია 10 მლნ ლარზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 1 მლნ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები