მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაი პენსიონერებს სპეციალურ ვიზას სთავაზობს

5fe23523156b7
მარიამ ადამია
23.12.20 00:30
3464
გაეროს შეფასებით, გასულ წელს გაერთიანებულ საამიროებში იმაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოგზაურობდა, ვიდრე საფრანგეთში ან კანადაში. თუმცა მიღმა მოგზაურობისა, ადამიანები მსოფლიოს გარშემო ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ირჩევენ საცხოვრებლად დუბაის. ამის წინააღმდეგი არც ადგილობრივი ხელისუფლებაა, რომელიც ღიაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, 2018 წელს კანონიც კი დაამტკიცეს პენსიონერებისთვის განახლებადი ვიზის შემოღებასთან დაკავშირებით, რამაც ხანდაზმულებს შესაძლებლობა მისცა დუბაიში იცხოვრონ.

იმისათვის, რომ მიღებული კანონმდებლობით ისარგებლონ პენსიონრებმა და მიიღონ ვიზა, უნდა ჰქონდეთ ყოველთვიური შემოსავალი 4 600 ევრო და მეტი, ან 230 ათასი ევროს ოდენობის დანაზოგი, ან სულაც უძრავი ქონება, რომელიც ნახევარ-მილიონ ევროდ იქნება შეფასებული. სხვა დანარჩენს კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია საპენსიო ასაკის დუბაიში მზიან სანაპიროზე გატარების სურვილი არსებობდეს.

თავად ხელისუფლება კი, საპენსიო ვიზის საშუალებით, მოუწოდებს ხანდაზმულებს დუბაიში დარჩენისკენ. ეტაპობრივად დუბაი ხდება ის ადგილი, სადაც მხოლოდ დროებით სამუშაოს გამო კი არა, მუდმივ საცხოვრებლადაც შეიძლება გადასვლა. ადამიანებმა დაიწყეს ინვესტირება, იღებენ პენსიებს და გრძელვადიან გეგმებსაც აწყობენ. გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება, ამ კუთხით დუბაი ხანდაზმულებისთვის საუკეთესო ადგილია, სადაც მომსახურება სრულად პასუხობს მომხმარებლებისა და პაციენტების მოთხოვნებს და პენსიონრებს ამ ყველაფერს შეღავათებითაც სთავაზობენ.

დღეს დუბაიში 200 ეროვნების ადამიანია თავმოყრილი, რომლებიც მუშაობენ და განიხილავენ დარჩენას დიდი ხნის განმავლობაში. პარალელურად, Mercer Global Pension Index იმ ქვეყნების განახლებულ სიას აქვეყნებს, სადაც ხანდაზმული ადამიანებისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი. ორგანიზაციამ კვლევა მსოფლიოს 37 ქვეყანაში ჩაატარა. მათ ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მათ შორისაა საპენსიო ასაკი, პენსიის რაოდენობა და ხანდაზმული ადამიანებისთვის შექმნილი პირობები. ამ ელემენტების გათვალისწინებით, სიაში პირველ ადგილს ნიდერლანდები 81 ქულით იკავებს. მე-2 ადგილზე დანია 80.3 ქულით, მესამეზე კი ავსტრალია 75.3 ქულით გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები