ამერიკულ-ისრაელური ერთობლივი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანა. თუმცა აფეთქებები დაფიქსირდა დუბაიშიც, სადაც შტატებს არავითარი ძალები განთავსებული არ ჰყავს.
როგორც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, დუბაის პალმის კუნძულზე ცეცხლი დაფიქსირდა, ასევე გამოცხადდა ბურჯ-ჯალიფადან ევაკუაცია. ვრცელდება ცნობები დუბაიში ერთ-ერთი სასტუმროს დაზიანების შესახებაც.
ზოგადად, დღევანდელი საპასუხო მოქმედებების ფარგლებში, ირანის დაბომბვის სამიზნე არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი გახდა. საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აბუ-დაბიში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებს ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.




























