მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში ახალი $35-მილიარდიანი აეროპორტი აშენდება

ალ მაკტუმის

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დუბაიში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წინასწარი შეფასებით, ალ მაკტუმის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება და ის 260 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. შედარებისთვის, ის აქამდე არსებულ დუბაის აეროპორტზე 5-ჯერ უფრო დიდი ზომის იქნება.

ალ მაკტუმის აეროპორტს 400 ტერმინალის კარიბჭე და 5 ასაფრენი ბილიკი ექნება. გარდა ამისა, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ანგარით და სერვისცენტრით აღიჭურვება.

ახალ აეროპორტში ბინას დუბაის ფლაგმანური ავიახაზები Emirates-ი და Flydubai დაიდებენ.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ახალი აეროპორტის აშენებით დუბაი უფრო მეტად გაიმტკიცებს პოზიციას გლობალურ ბაზარზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის რეგიონში საავიაციო ჰაბის ფუნქციას საუკეთესოდ ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები