მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადვილად დასამარცხებლები არ ვართ" - UAE-ს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ომშია

UAE president

არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ომის ვითარებაშია, თუმცა ყველაფერი კარგადაა. ამის შესახებ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა პირველ საჯარო კომენტარში აღნიშნა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

"ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ...

ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მაცხოვრებლების წინაშე, რომლებიც ასევე ჩვენი ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა მან დაშავებულების მონახულებისას.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც შვიდი ემირატისგან, მათ შორის დუბაისგან, შედგება, ქვეყანაში ყველას დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები