დუშეფი ბაზარზე სამი წელია, რაც ოპერირებს და მომხმარებელს, განსხვავებულ, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე, კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. გარდა დუშეფის კაფისა და თბილისში მდებარე ორი ობიექტისა, დუშეფი სასწავლო სკოლასაც აერთიანებს. დუშეფის შეფმა ხათუნა ბაკურაძემ გადაწყვიტა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში 6 წლის განმავლობაში, მათ შორის საზღვარგარეთ სწავლის პროცესში დააგროვა სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო და სკოლა შექმნა. სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს და ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
სტუმარი: ხათუნა ბაკურაძე - “დუშეფის“ დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად