მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალადობას, თავისთავად, ვგმობ. მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე – ცოტნე ივანიშვილი

ცოტნე ივნაიშვილი

ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნის ღონისძებაზე განაცხადა.

როგორც "პირველი არხი" წერს, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი. ცოტნე ივანიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსაც "ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე".

„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ძალადობას გმობს. მან რუსული პოლიტიკის შედეგად დაპატიმრებულებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი აზრით, „რუსულ პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები