მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალადობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა შეცვლა, შემდეგ უნდა მოხდეს ლაპარაკი - რევაზ ვაშაკიძე გამოსავალზე

რეზო ვაშაკიძე

"ჩირინას" დამფუძნებლის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით პირველი, რაც უნდა მოხდეს არის მთავრობის მხრიდან ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიციელებისა და სხვა პირების დაკავება, ასევე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანთა შეცვლა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბარი.

ამასთან, "ბიზნესის კვირეულის" სპეციალურ ეთერში რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ თუკი ქვეყანაში არსებული ვითარება შენარჩუნდება, საქართველოს კერძო სექტორს საკმაოდ მძიმე ბედი უწერია, რაც ბიზნესების დახურვასა და ბიზნესმენების მიერ ქვეყნის დატოვებაში მდგომარეობს.

“თბილისში და მთელ საქართველოში უკვე გვაქვს სამოქალაქო ომი, სამოქალაქო ომი როდის არის - როდესაც ერთი ნაციის ერთი ნაწილი ეომება პირველს და ეს გვაქვს უკვე. ზომები და ფორმები შეიძლება პატარა იყოს, დღეში 30-40 კაცს სასიკვდილოდ სცემენ, ეს გაიზრდება. მე 70 წლის გახლავართ და ერთი ნაბიჯია, როდესაც ზოგიერთი მოქალაქე აიღებს ავტომატს და ისვრის. ძალიან საშიშ ზონაში ვართ. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, ჩვენ ალბათ ძალიან ცუდი ბედი გვიწერია, განვითარებაზე ალბათ აღარაფერი იქნება და სამოქალაქო ომის თუ დაიწყო ბევრი ჩვენგანი ალბათ საქართველოდანაც წავა და ბიზნესსაც დახურავს. ეს მომავალი გვაქვს.

დეესკალაცია უნდა იყოს სურვილი მთავრობის, საჭიროა იმ პოლიციელების თუ არაპოლიციელების, ვინც ხალხს სცემს, მათი დაჭერა. შსს მინისტრის ალბათ გამოცვლა და თანამდებობის პირთა შეცვლა არის საჭირო. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ლაპარაკი, რომ დარჩენილ ხალხს სურვილი აქვთ რაღაც გააკეთონ. ჩემი აზრით, ამ პირობებში არჩევნებზე უსუსურია საუბარი, რადგან არჩევნები ამ პირობებში არ ტარდება”, - "ბიზნესის კვირეულის" ეთერში განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ბიზნესის კვირეული - LIVE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები