მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე" - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევას და მომიტინგეთა დაკავებებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება.

"ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე. მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა.

განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად - საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა მომიტინგეების დაკავება დაიწყო. გამოიყენეს წყლის ჭავლი და ასევე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებები, ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს. მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. მოქალაქეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები