მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში" - ბათუმის მერი ხელოვნურ კუნძულზე

ბათუმის კუნძული

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის არამარტო ქალაქს, ქვეყანასაც სხვა სტატუსს შესძენს.

როგორც არჩილ ჩიქოვანმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის და ინვესტიციების ნაწილში.

„როგორც მოგეხსენებათ, ეს არის 100%-ით კერძო ინვესტიცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არამარტო ჩვენს ქალაქს ან რეგიონს, ქვეყანასაც საერთოდ სხვა სტატუსს შესძენს. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები დანარჩენ განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებში, ჩვენთანაც ძალიან დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში, როგორც დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვის ნაწილში, ასევე ინვესტიციების განხორციელების ნაწილში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა ბათუმის მერმა.

ცნობისთვის, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა, მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის აქტიური მხარდამჭერია. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, აპრილში, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების გეგმა მეორედ დაახარვეზა და დამაზუსტებელი ინფორმაციის წარდგენისთვის ორთვიანი ვადა მისცა, მანამდე კი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესი შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები