მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან მეამიტური და მცდარია  "ქართული ოცნების" წარმოდგენა, რომ ჩვენ დავნებდებით - გიორგი ქადაგიძე

ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტთან სამოქალაქო სექტორი და მედიის მიერ გამართულ აქციაზე TV Pirvel-თან საუბრისას განაცხადა.

"როცა საფრთხე ემუქრება ჩვენს ევროპულ მომავალს, როცა საფრთხე ემუქრება ჩვენი შვილების მომავალს და იმას რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით საუკუნეებია, ძალიან მეამიტური და მცდარია "ქართული ოცნების" წარმოდგენა, რომ ჩვენ უბრალოდ დავნებდებით და მარტივად გავატარებთ ამ ამბავს. მით უმეტეს, როცა მთელმა მსოფლიომ მკაფიოდ გვითხრა, ყველა ჩვენმა მოკავშირემ რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს. ახლა ჯერი ჩვენზეა.

მკაფიოდ ვანახვებთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ არასამთავრობოების პროტესტი", - განაცხადა ქადაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები