მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან რთულია, ბიზნესმა სტაბილურობის გარეშე განვითარება შეძლოს - „ელემენტ ჰოლდინგი“

ელემენტ ჰოლდინგი

„ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის ზაქრო ებელაშვილის განცხადებით, სტაბილურობის გარეშე, ძალიან რთულია, ბიზნესმა განვითარება შეძლოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოში ბიზნესის წარმოების რისკებზე საუბრისას განაცხადა.

"ბიზნესგარემოზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს სამეზობლო. აქედან გამომდინარე, ბიზნესს მუდმივად გვიწევს ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში არსებული მდგომარეობის ანალიზი და კონკრეტული რეაქციების დაგეგმვა რისკების შესამცირებლად. „ელემენტ ჰოლდინგი“ საკმაოდ აქტიურად ვაანალიზებთ გარე პროცესებს, რომელიც რეგიონშია და შესაბამის ნაბიჯებს ვგეგმავთ. მაგალითად, ვეძებთ მოწოდების ალერნატიულ არხებს ან ვცდილობთ, ალტერნატიული პროდუქტების განვითარებას და ა.შ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა იყოს; სწორედ სტაბილურობა არის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნესის განვითარებაზე“, - თქვა ზაქრო ებელაშვილმა.

დღეს საქართველოში სტაბილურად გრძნობთ? – „სტაბილურად ვვითარდებით, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირთან დაახლოება და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს ქვეყანას და ქართულ ბიზნესს“, - დასძინა „ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა.

„ელემენტ ჰოლდინგის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება და დღეისათვის, სამშენებლო სექტორის 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები