მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალიან წარმატებული დინამიკა გვაქვს, თბილისის აეროპორტში წელს 5 მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით - ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს წარმატებული წელი აქვთ და მათი პროგნოზით, წელს გადაყვანილი მგზავრების ოდენობა, ორივე აეროპორტში 6 მილიონს გადააჭარბებს. მათ შორის, მხოლოდ თბილისის აეროპორტში - 5 მლნ-ს.

"დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, TAV Georgia-ს დაბადების დღეა. ჩვენი კომპანია 20 წელია საქართველოში მოღვაწეობს და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. წელს ძალიან წარმატებული და პოზიტიური დინამიკა გვაქვს, ჩვენი პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 5.3 მლნ-მდე გაიზრდება, ხოლო ბათუმს 1.2 მლნ მგზავრით დავხურავთ. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი რიცხვებია, რადგან 2005 წელს თბილისში 550 ათასი მგზავრი გვყავდა, ხოლო ბათუმში - 30 ათასი.

გამოვყოფდი ავიაკომპანიებს, როგორიც არის Georgian Airways-ი და Turkish airways-ი, რომლებიც ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტიდან ყველაზე დიდი გადამზიდები არიან. პირველ ადგილზეა Georgian Airways, მეორეზე - Turkish airways-ი", - ამბობს ზაქარაძე.

8 თვეში საქართველოს აეროპორტები 5.6 მლნ მგზავრს მოემსახურა - იოსელიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები