მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8 თვეში საქართველოს აეროპორტები 5.6 მლნ მგზავრს მოემსახურა - იოსელიანი

თამარ იოსელიანი

2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომელიც "ტავ ჯორჯიას" საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თამარ იოსელიანის განცხადებით, TAV Airports-ის საქართველოში 20-წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში TAV Airports-მა მოღვაწეობა დაიწყო იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი სულ რაღაც 550 ათასამდე მგზავრი იყო. ახლა კი გავიზარდეთ და წლიურად ვემსახურებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც სექტორის უპრეცედენტო განვითარებას უსვამს ხაზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები