მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wizz Air-მა იტალიის მიმართულებით 7 თვეში 90 ათასამდე მგზავრი გადაიყვანა - აეროპორტების გაერთიანება

მილანი იტალია ტურიზმი

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 90 ათასამდე მგზავრს მოემსახურა - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით მძლავრი ზრდა ფიქსირდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air-ი საქართველოს ბაზრის ლიდერად რჩება და ბაზრის 20 %-იანი წილი უკავია. შესაბამისად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და Wizz Air დაახლოებით, 900 ათასამდე მგზავრსა და 4800-მდე რეისს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდის მაჩვენებელია", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

Wizz Air, რომელიც ბაზრის 20%-იან წილს ფლობს, რჩება საქართველოს ბაზრის ლიდერად. მიმდინარე პერიოდში ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 900 ათას მგზავრსა და 4 800-მდე რეისს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია.

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის კიდევ ერთი ქალაქის, ვენეციის მიმართულებით ფრენები დაიწყება. Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მარშრუტზე კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე ქუთაისიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები