მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება“ - პრეზიდენტი

62d17bde20f57
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.22 18:44
616
„ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიმართ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატების შეფასებებს აშშ-ს ელჩის განცხადებაზე, სადაც კელი დეგნანი ამბობს, რომ მან დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ბოლომდე ვერ წაიკითხა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებების რაიმე მტკიცებულება თუ არსებობს, დიპლომატიური წესით ელჩთან შეხვედრა პირისპირ უნდა შედგეს.

„ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება. არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმაა. თუ რაიმე მტკიცებულებებია, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ამის შესახებ პირისპირ საუბარი გაიმართოს და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით განცხადებები კეთდებოს. ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები