ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს. კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპარტამენტში 2018 წლის 18 დეკემბერს მიიღეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სამუშაოები სულ მალე დაიწყება და ხეობას ახალი გზა ექნება.