მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძეგლს მოპარეს სათვალე“ - კალაძე ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრობს

610a3e8d6adca
ინგა მურუსიძე
04.08.21 11:04
1256
თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წელს გაკეთებული სკვერები და პარკებიც კი უკვე დაზიანებულია.

თბილისის მერის თქმით, სამწუხაროა, რომ ვანდალიზმის ფაქტები ხდება, რომელსაც მოზარდები ჩადიან და უფროსები ამას გულგრილად უყურებენ.

„ის, რასაც ვაკეთებთ, ახალი სკვერები, პარკები, ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაა, მომავალი თაობებისთვის. გულდასაწყვეტია, როცა ასეთ ფაქტებს ვხვდებით, თან საკმაოდ მრავლად. 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა და ის უკვე დაზიანებულია. მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე - არ ვიცი რა უნდა ვთქვა. სხვა ფაქტებიც საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები