მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძირეული რეფორმები თუ არ გატარდა, მეეჭვება, ევროკავშირის წევრი გავხდეთ - ცოტნე ჯაფარიძე

ცოტნე

ძირეული რეფორმები თუ არ გატარდა, მეეჭვება, ევროკავშირის წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას” დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა.

მისი მოსაზრებით, ერთმმართველობას წერტილი უნდა დაესვას.

„სტატუსი გვაქვს, ეს მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თუ ქვეყანაში ძირეული რეფორმები არ მოხდა და არ შეიცვალა სასამართლო სისტემა, პოლიცია, ერთმმართველობა და ოლიგარქიული სისტემა, ეჭვი მეპარება შემდეგ ნაბიჯზე გადავიდეთ, რაც უკვე ევროკავშირის წევრობას გულისხმობს.

წელს არჩევნების წელია და იმედია პოზიტიური ცვლილებები იქნება თორემ ამ მდგომარეობით არ მგონია წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ“, - განაცხადა მან.

კითხვას, რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი, მან უპასუხა, რომ ერთმმართველობას:“წერტილი უნდა დაესვას სისტემას, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურება და არა ხალხს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ხალხს მეტი დოვლათი შეხვდეს და უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს,“- განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები