მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ძირითადი გზავნილები, არსებულ სიტუაციაზე იქნება“ - კახა კალაძე ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტზე

კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნა, სადაც ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, გამოყენებული უნდა იყოს, რათა მსოფლიომ სიმართლე გაიგოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად არის ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები