მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა მერვედფინალურ შეხვედრაში ისარელელ იან ვოლჩაკთან გაიმარჯვა

გიორგი სარდალაშვილი
27.07.24 13:52
1444

ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მერვედფინალურ შეხვედრაში ისარელელ იან ვოლჩაკთან გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის, სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვებაა. ნახევარფინალში 21 წლის ქართველი სპორტსმენისთვის, მეტოქე თურქი ილდიზი იქნება.

ინფორმაციისთვის, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება. ძიუდოისტთა ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება. 3 აგვისტოს კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები