მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალი“ უზრუნველჰყოფს

6454f3cf19914
BM.GE
05.05.23 16:15
703
12 ყველაზე ძლიერი ქართველი სპორტსმენი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. 7-დან 14 მაისის ჩათვლით, სპორტის მოყვარულთა ყურადღება დოჰასკენ იქნება მიმართული. ასპარეზობების ნახვა ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალზე“ შეეძლება გულშემატკივარს.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონით კატეგორიას, თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა:

• 7 მაისი - გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)
• 8 მაისი - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
• 9 მაისი - ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)
• 10 მაისი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ)
• 11 მაისი - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური (-90 კგ)
• 12 მაისი - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)
• 13 მაისი - გურამ თუშიშვილი (+100 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას საქართველო 14 მაისს შეძლებს.

არხით „სილქ უნივერსალი“ SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის მომხმარებელი სარგებლობს.. ამავე დროს, სპორტის მოყვარულს შეუძლია ჩემპიონატის თვალის მიდევნება სხვადასხვა მოწყობილობით, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე, თუ აპლიკაცია Silk Go ჩამოტვირთავს. უგულშემატკივრეთ ქართველ ათლეტებს სმარტფონით, პლანშეტით, პერსონალურ კომპიუტერით #სადაცარუნდაიყო. ასევე ნახეთ SilkGo-ს ტრანსლაციები სმარტ-ტელევიზორებში.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები