მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერ პარტნიორს ვეძებდით, რომელსაც ავიაციაში კარგი გამოცდილება ექნებოდა, ამიტომ TAV Airports-ზე გავაკეთეთ არჩევანი - ADP

64999c015e34f
BM.GE
26.06.23 21:35
597
ყველა ქვეყანაში, სადაც შევდივართ, ყოველთვის ვახდენთ ადაპტირებას ლოკალურ გარემოსთან და კულტურასთან, - ამბობს TAV Airports Holding-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი.

მისი განმარტებით, ADP-სა და TAV-ის ურთიერთთანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მაგალითად TAV-მა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც პარიზში უკვე დაინერგა.

მისივე თქმით, TAV Airports Holding-ს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ლაუნჯების მართვაში და მომსახურებაში და ამიტომ საფრანგეთში დაფუძნდა ერთობლივი კომპანია.

„ADP-ის მიზანია, მოახდინოს ბიზნესის კონსოლიდაცია და გაუზიაროს მისი ნოუ ჰაუ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მწვანე ენერგიის საკითხზე, გამონაბოლქვის შემცირებაზე ევროპაში და ხელს ვუწყობთ გლობალურად აეროპორტებში მომსახურების გაუმჯობესებას. იმისათვის, რომ გაუზიარო შენი ნოუ ჰაუ სხვა მხარეს, ამისთვის გჭირდება შენი ბიზნესარეალის გაფართოება და ამისთვის კომპანია ADP აქტიურად ეძებდა ძლიერ პარტნიორს, რომელსაც კარგი გამოცდილება ექნებოდა ავიაციაში. ამის გამო სწორედ TAV Airports Holding-ზე გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც ძალიან მდგრადია, ადვილად უმკლავდება გამოწვევებს, გააჩნია მდიდარი გამოცდილება სააეროპორტო ბიზნესში და მართვის კულტურა.

მე შეიძლება ფრანგი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, მე ვარ ადამიანი აეროპორტის მართვის გამოცდილებით, რომელიც შევხდი იგივე გამოცდილების გუნდს TAV Airports Holding-დან, რომელთაც იგივე ხედვები მაქვს მომსახურების განვითარებაზე, პროცესების გაციფრულებაზე, მწვანე ენერგიაზე და ა.შ. ერთი მხრივ, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ნოუ ჰაუს მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ამავე დროს ყველა ქვეყანაში, სადაც შევდივართ, ჩვენ ყოველთვის ვახდენთ ადაპტირებას ლოკალურ გარემოსთან და კულტურასთან. იგივე გავაკეთეთ თურქეთში და ეს პროცესი ნამდვილად არ ყოფილა რთული.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებდით, შემდეგ კი დავიწყეთ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. მაგალითად TAV-მა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ პარიზში. TAV Airports Holding-ს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ლაუნჯების მართვაში და მომსახურებაში. სწორედ ამის გამო, საფრანგეთში შეიქმნა ერთობლივი კომპანია, რომელიც პარიზში განახორციელებს ლაუნჯების მენეჯმენტს. სწორედ ერთობლივი საქმიანობა და ხედვების სრული თანხვედრა, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს მომავალში“, - ამბობს ფრენკ მერეიდი BMG-ს საავტორო გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები