მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

დდ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის.

მინდა, მივესალმოთ საქართველოს მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს," - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები